„ქართულ ოცნებაში“ შემავალი ფრაქციის ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით დაუჭერდა მხარს სალომე ზურაბიშვილს. მისი თქმით, ზურაბიშვილი არის მებრძოლი ქალბატონი და არასოდეს უკან არ იხევს ამიტომ იქნება საუკეთესო პრეზიდენტი არსებული კანდიდატებიდან.
„ჩვენი ფრაქცია კონსერვატორები, პარტია რომელიც არის პარტნიორი პარტია „ქართული ოცნების“, სიამოვნებით დავუჭერდით მხარს სალომე ზურაბიშვილს და იცით რომ ასეთი ვერსიაც არის ძალიან განხილვადი და სერიოზული. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გახლდათ ჩვენი გაერთიანებული ოპოზიციის პერიოდში, ეს იყო 2007-2008 წლების განმავლობაში, ჩვენი თანამებრძოლი. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყავით დაპირისპირებული მაშინ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და იყო ჩვენი პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, ამიტომ მე მიმაჩნია რომ არის ძალიან მებრძოლი ქალბატონი და არასოდეს არ დაუხევია უკან, არც მძიმე მომენტებში. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“, განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.