ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობას ეხმაურება.
სარალიძე ამბობს, რომ საგამოძიებო კომისია მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიების მიზნით შეიქმნა, თუმცა, მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის წევრები, რომლებიც ამავე კომისიის შემადგნელობაში შედიან, კონკრეტული პირებისთვის ხელის დაფარებას ცდილობენ.
„მოეშვან პოლიტიკურ განცხადებებს და მიხედონ საქმეს ისე, როგორც საჭიროა. აქ არის გამოსავლენი ჩემი შვილის მკვლელები და არა ვიღაცების აზრები, რომ პოლიტიკური ჭრილია და არ მაინტერესებს მე არანაირი პოლიტიკური ჭრილები. ეს კომისია არის კონკრეტულად მკვლელობის საქმეზე შექმნილი, რა შუაშია აქ პოლიტიკა. დადგნენ და გამოიძიონ საქმე და დადონ ისეთი დასკვნა, როგორიც საჭიროა, მაგრამ მმართველი გუნდიდან კიდევ ერთხელ ვხედავ, რომ ხელს აფარებენ ჩემი შვილის მკვლელებს. შსს-ს ეს დადგენილი აქვს ყველაფერი. პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ პროკურატურა მაქსიმალურად ცდილობს, ხელი დააფაროს“, განაცხადა ზაზა სარალიძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.