„ევროპული საქართველოს" წევრი და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების" წევრებს მკვლელობის საქმეზე სიმართლის დადგენა არ სურდათ.
როგორც კაპანაძე აცხადებს, „ისინი დაინტერესებული არიან გამართლებით იმ ადამიანების, რომლებმაც გამოძიება გაამრუდეს".
„არც ერთ ეტაპზე ამ კომისიის მუშაობის, მათ არ უნდოდათ, რომ აქ სიმართლე დადგენილიყო.... როგორც ჩანს, ახლა, კომისიის მუშაობის დასკვნით ეტაპზე, გადავიდნენ ბოლომდე მათ გამართლებაზე და დასაბუთებაზე თავიანთი ამ არგუმენტის. საუბარი იმაზე, რომ კომისიას არა აქვს მანდატი, გამოავლინოს ახალი გარემოებები. არა აქვს მანდატი, რომ გასცეს რეკომენდაციები, არის უბრალოდ აბსურდი", უთხრა ჟურნალისტებს სერგი კაპანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.