ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს „ქართული ოცნების“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები შეუერთდნენ
03-09-2018, 13:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველო“ კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა და  გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს, ღია მხარდაჭერა გამოუცხადა. მანამდე მარნეულში „ევროპული საქართველოს“ წრევრებიც სწორედ „ძალა ერთობაშია“-ს შეუერთდნენ.

 

 

ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, გიორგი თევდორაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის წინსვლის საიდუმლო სწორედ ერთიან ძალაშია, „ძალა ერთობაშია“.

 

 

„ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პარტიებში ვიყავით ვთქვათ, წარმოვადგენდით „ევროპულ საქართველოს“ ბოლო არჩევნებში ან სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებს, დღეს ვუერთდებით „ძალა ერთობაშია - გრიგოლ ვაშაძის“ საარჩევნო შტაბს, რადგან მიგვაჩნია, რომ ქვეყნის წინსვლის საიდუმლო არის „ძალა ერთობაშია“, ერთიან ძალაში და ჩვენ ერთად მოვიტანთ ცვლილებებს, რომელიც  ქვეყნის უკეთესის მომავლის საწინდარი იქნება“, განაცხადა „ევროპული საქართველოს" ყოფილმა წევრმა, გიორგი თევდორაძემ.

 

 

„ევროპული საქართველოდან“  წამოსულ წევრებს შორის ოთხი ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატია. გარდა „ევროპული საქართველოს“  წევრების გაერთიანებულ ოპოზიციას „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრი ცირა ჯინჭარაძეც შეუერთდა და ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად საკითხი დგას ასე - ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მომავალი ან რუსეთი, მონობა და ერის განადგურება. ამ ორი პოზიციიდან „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი აცხადებს, რომ ირჩევს ქვეყნის მომავალს და „ძალა ერთობაშია“-ს.

 

 

„ეს არ იყო ჩემთვის იოლი გადაწყვეტილება მაგრამ საქმე მარტო მე, ჩემს ოჯახს და ჩემს მეგობრებს არ ეხება საქმე ეხება ჩვენს სამშობლოს ჩვენს საქართველოს. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისა და სხვადასხვა საკითხში განსხვავებული შეხედულებისა, საკითხი დგას ასე ან ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მომავალი ან რუსეთი, მონობა და ერის განადგურება. მე ვირჩევ უკეთეს მომავალს, ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია შევცვალოთ. ძალა ერთობაშია”- „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა ცირა ჯინჭარაძემ.

 

 

გრიგოლ ვაშაძის თქმით, სხვადასხვა რეგიონებიდან გაერთიანებას სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები უერთდებიან.

 

 

„უდიდესი პატივია და სიხარული, რომ ასეთი კვალიფიციური, პატრიოტი ადამიანები შემოურთდნენ ჩვენს გაერთიანებულ ოპოზიციას იმიტომ, რომ ჩვენი კი არა, ჩვენი სამშობლოს გამარჯვების, ამ საშინელი ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევის საწინდარი არის ჩვენი გაერთიანება. ვერცერთი პარტია მარტო ვერ გამოიყვანს ქვეყანას იმ უღრმავესი კრიზისიდან, რომელშიც ექვსი წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ ჩააგდო ჩვენი ქვეყანა“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი