პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შემქნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის „ქართული ოცნების" წევრები დასკვნის საკუთარ პროექტს წარადგენენ.
„კომისიის წევრების მხრიდან არასწორი ინფორმაციები ვრცელდებოდა, რაც ბოიკოტს ეხებოდა. ჩვენი მხრიდან ეს არ იყო კომისიის მიმართ უპატივცემულობა, ეს კომისიის იმ წევრების მხრიდან არაკორექტული და არაკოლეგიური დამოკიდებულება იყო, რომელთაც კომისიის სხდომების ჩატარების გადაწყვეტილება ისე მიიღეს, რომ კონსულტაციები არ იყო გავლილი და საკითხი შეთანხმებული არ იყო. მათ მიერ გამოგზავნილი დასკვნა ყოველ დღე იცვლებოდა და ახალ-ახალი დასკვნის პროექტი იგზავნებოდა. ბოლოს სხვა ვერსია გამოაგზავნეს. როცა დასკვნის პროექტი იცვლება და სხვადასხვა დოკუმენტი იგზავნება, შეუძლებელია, პოზიცია მყისიერად დააფიქსირო იმაზე, რაც რამდენიმე წუთის წინ გადმოგეცა.
პარლამენტში მუშაობის ანა-ბანაა, რომ დოკუმენტზე მუშაობა ჯერ უნდა დაასრულო და შემდეგ უნდა წარმოადგინო. როგორც ჩანს, დრო არ ეყოთ, მზად არ იყვნენ და მასალები ფრაგმენტულად გამოაგზავნეს.
ჩვენი დასკვნის პროექტი მოვამზადეთ, თუმცა ეს არ არის ალტერნატიული დასკვნა. ის ვერსია მოვამზადეთ, რაც არის ობიექტური და რეალური, რადგან მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნის პროექტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, არღვევს კონსტიტუციას და ყველა სტანდარტს, რასაც კომისია უნდა იცავდეს. ან არ იციან და ან ზღვარს შეგნებულად გადააბიჯეს, რადგან არ შეიძლება პარლამენტმა მართლმსაჯულების ან პროკურორის ფუნქცია შეითავსოს. კომისიას თავისი მანდატი აქვს, რომლის ფარგლებში უნდა უპასუხოს კითხვებს. ვის რა კვალიფიკაცია უნდა შეეფარდოს, ეს სასამართლოს მოვალეობაა და ჩვენ უფლება არ გვაქვს, მოსამართლის ფუნქცია შევითავსოთ", განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.