ეკატერინე მიქაბაძე: 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორში 25.2 ათასი სამუშაო ადგილით მეტი შეიქმნა
03-09-2018, 13:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, 2018 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორში 25.2 ათასი სამუშაო ადგილით მეტი შეიქმნა, რაც შიდა და საგარეო გამოწვევების მიმართ ქვეყნის ხელისუფლების ეფექტიანმა ქმედებებმა და დამსაქმებელთა პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.

 


„დასაქმების სტატისტიკა ქვეყნის ეკონომიკის შეფასების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ახალი სამუშაო ადგილების მატებასთან ერთად, დამსაქმებლებმა გაზარდეს ანაზღაურებაც, რაც საშუალო თვიური ხელფასის მატებაზე აისახა. რაც შეეხება სექტორებს, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი სამუშაო ადგილები შექმნეს, ესენია ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ჯანდაცვა და ტრანსპორტირება და დასაწყობება. ეს კარგი მაჩვენებელია, მაგრამ ჩვენი მიზანია, მეტი დივერსიფიკაცია მოხდეს სექტორებისა, რომლებიც თავიანთ წვლილს შეიტანენ დასაქმების სტატისტიკის პოზიტიური ტრენდის შენარჩუნებაში“, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

 


„საქსტატის“ ცნობით, 2018 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 4.0%-ით, ხოლო მათ შორის, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 3.9%-ით გაიზარდა და შესაბამისად 656.5 და 621.4 ათასი შეადგინა. მზარდი ტენდენცია შენარჩუნდა ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასის თვალსაზრისითაც. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, 3.9%-ით არის გაზრდილი და 1150.4 ლარს შეადგენს.

 


ბიზნესსექტორის მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების ზრდაში 2018 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მაღალი წვლილით გამოირჩევა ვაჭრობის (ზრდა 5.2%), სასტუმროების და რესტორნების (ზრდა 8.8%), ჯანდაცვის (ზრდა 4.7%) და ტრანსპორტირების და დასაწყობების (ზრდა 5.0%) სექტორები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი