ნინო ზამბახიძე: ბიზნესის სექტორის მზარდი სტატისტიკა განპირობებულია მთავრობის და დონორი ორგანიზაციების მიერ ინიცირებული და განხორციელებული სხვადასხვა ხელშემწყობი პროექტებით
03-09-2018, 13:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქსტატის“ ცნობით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის, გამოშვებისა და დასაქმების ზრდის ტენდენციები 2018 წლის მეორე კვარტალშიც შენარჩუნდა. კერძოდ, 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.7%-ით გაიზარდა და 19.9 მლრდ. ლარი შეადგინა. გამოშვება 10.0 მლრდ. ლარს გაუტოლდა, რაც 12.7%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ხოლო 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორში 25.2 ათასი სამუშაო ადგილით მეტი შეიქმნა.

 


საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტის ნინო ზამბახიძის განცხადებით, აღნიშნული სტატისტიკა განპირობებულია მთავრობის და დონორი ორგანიზაციების მიერ ინიცირებული და განხორციელებული სხვადასხვა ხელშემწყობი პროექტებით, ასევე მზარდი ტურიზმით.

 


ზამბახიძის ასევე ამბობს, რომ მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, ბიზნესის კეთების კუთხით 2018 წელს მე-9 ადგილი დაიკავა.

 

 

„ვფიქრობ, რომ საქართველოს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე ასევე დადებითად იმოქმედა მოგების გადასახადის რეფორმამ, ე.წ. „ესტონურმა მოდელმა“, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა ევროკავშირთან და ჩინეთთან. ეს და სხვა სახის საგადასახადო რეფორმები, რომლებიც მიმართულია საქმიანი გარემოს გაუმჯობესებისკენ, დადებითად აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეთა ეკონომიკურ პირობებზე“, განაცხადა ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნინო ზამბახიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი