ეკატერინე მიქაბაძე: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს
03-09-2018, 13:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„კერძო სექტორს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი ადგილი უკავია. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით პოზიტიური ტენდენცია 2018 წლის მეორე კვარტალშიც შენარჩუნდა, რაც ბიზნესსექტორის ბრუნვის, გამოშვებისა და დასაქმების მნიშვნელოვან ზრდაში გამოხატა", განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ „საქსტატის“ მიერ საწარმოთა საქმიანობის შედეგების შეფასებისას.

 


„საქსტატის“ ცნობით, 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19.7%-ით გაიზარდა და 19.9 მლრდ. ლარი შეადგინა. მათგან მსხვილი საწარმოების ბრუნვა გაიზარდა 22.6%-ით, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 17.6 პროცენტით გაიზარდა. კერძოდ, საშუალო საწარმოების 25.2%-ით, ხოლო მცირე ზომის საწარმოების ბრუნვის ზრდამ 12.6% შეადგინა.

 


ასევე პოზიტიურია სტატისტიკა ბიზნესსექტორის გამოშვების მიმართულებით. საანგარიშო პერიოდში, ბიზნესსექტორის გამოშვება 10.0 მლრდ. ლარს გაუტოლდა, რაც 12.7%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. მათ შორის, მსხვილი საწარმოების გამოშვება გაიზარდა 11.5%-ით, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვება გაიზარდა 13.6 პროცენტით. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის გამოშვების ზრდაში მცირე და საშუალო საწარმოების წვლილმა 7.9 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

 


რაც შეეხება 2018 წლის იანვარი-ივნისის პერიოდს, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ბიზნესსექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19.2%-ით გაიზარდა და 37.9 მილიარდი ლარი შეადგინა, ასევე ზრდაა გამოშვების კუთხითაც - მან 18,7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 14,2 პროცენტით მეტია. მცირე და საშუალო ზომის საწარმოების წვლილმა გამოშვების ზრდაში 2018 წლის იანვარ-ივნისში 8.7 პროცენტული პუნქტი შეადგინა. მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გამოშვება გაიზარდა 15.1 პროცენტით.

 


ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლის მეორე კვარტალში ბრუნვა ეკონომიკის ყველა სექტორში გაიზარდა, თუმცა, ბიზნესსექტორის ბრუნვის ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი ვაჭრობის (ზრდა 16.4%); ხელოვნება, გართობა და დასვენების (ზრდა 84.4%); დამამუშავებელი მრეწველობის (15.1%), წვლილი ზრდაში 1.9 პ.პ.) და ტრანსპორტის და დასაწყობების (18.8%) სექტორებმა შეიტანეს.

 


ეკონომიკის ყველა სექტორში შეინიშნება გამოშვების ზრდაც. გამოშვების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი დამამუშავებელი მრეწველობის (ზრდა 18.9%); ვაჭრობის (ზრდა 11.9%); ტრანსპორტირების და დასაწყობების (ზრდა 14.6%) და ხელოვნება, გართობა და დასვენების (ზრდა 48.4%) სექტორებმა შეიტანეს. ასევე, აღსანიშნავია გამოშვების მაღალი ზრდა სამთომოპოვებითი მრეწველობის (ზრდა 31.2%), და სასტუმროების და რესტორნების სექტორებში (ზრდა 16.3%).

 


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, ბიზნესსექტორის სტატისტიკა რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე მეტყველებს.

 

 

კერძოდ, საანგარიშო პერიოდში სახეზეა წარმოების მოცულობის გაფართოება და ცალკეულ დარგებზე საექსპორტო პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდა. ასევე აღსანიშნავია, ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესების განვითარება.

 


„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბიზნეს სექტორის განვითარებასა და ქვეყნის ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და აღნიშნული მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების და ინოვაციების წახალისების მიმართულებით, რაც სამომავლოდ ასევე დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე", განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი