საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებს უცხადებს, რომ უმრავლესობამ გამოძიების პროცესში კონკრეტული ხარვეზები გამოავლინა, რამაც გამოძიებისას მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მტკიცებულებების ხარისხზე.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საგამოძიებო კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა დასკვნაში წერია, რომ პოლიტიკური ან უწყებრივი ჩარევა მართლმსაჯულების წინააღმდეგ არ მომხდარა.
„ასევე დასკვნაში არის კონკრეტული, მკაცრი რეკომენდაციები, რომელთა შესრულებასაც ჩვენ ვითხოვთ, რათა აღმოიფხვრას გამოძიების შედეგად დადგენილი ხარვეზები. მნიშვნელოვანია, რომ კომისიის მუშაობის პროცესში ჩვენ დავადგინეთ, რომ გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში კომუნიკაციის პრობლემა იყო, როგორც დაზარალებულ მხარესთან, ისე – საზოგადოებასთან. ჩვენ ამ დასკვნას კომისიის სხდომაზე წარვადგენთ და შემდეგ პლენარულ სხდომას განსახილველად გადაეგზავნება“, აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.