დავით სერგეენკო: ვერეს წყალი სასმელად არ გამოიყენება, ამიტომ მასში კანალიზაციის წყლის ჩადინებას პრობლემა არ შეუქმნია
23-06-2015, 05:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მდინარე ვერეს წყალი სასმელად არ გამოიყენება, ამიტომ მასში კანალიზაციის წყლის ჩადინებას პრობლემა არ შეუქმნია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.


"მდინარე ვერეს წყალი სასმელად არსად არ გამოიყენება, შესაბამისად, ამას პრობლემა არ შეუქმნია. რაც შეეხება იმას, რომ თვითონ წყალი დაბინძურდა, სადაც ადამიანები შედიოდნენ და სამაშველო სამუშაოებს ახორციელებდნენ, ეს ჩვენი ქცევის პროტოკოლს არ ცვლის და რეკომენდაციები, რომ კანის დაზიანების შემთხვევაში მიემართათ ექიმისთვის, ამ ვითარებაშიც სამართლიანია. კიდევ უფრო დავაზუსტებ: ჩვენ ვიცოდით თუ არ ვიცოდით, და ვამბობთ, რომ ვიცოდით, ეს რისკფაქტორებს და ქცევის პროტოკოლს არ ცვლის ეპიდსაშიშროების შემთხვევაში, იმიტომ რომ, სასმელ წყლად არ გამოიყენება ვერეს წყალი და მაშველების შიგნით შესვლის დროს კი, ისედაც მაღალი იყო კანის დაზიანების შემთხვევაში ინფექციის რისკი. სწორედ ამიტომ მიმართავდნენ ისინი სამედიცინო დაწესებულებებს", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი