არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან აფილირებულმა ტელევიზიამ, ევროპარლამენტის დასკვნასთან დაკავშირებით, მოდელირებული საინფორმაციო კამპანია წარმართეს - სინამდვილეში, დასკვნა დადებითია
03-09-2018, 15:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან აფილირებულმა ტელევიზიამ, ევროპარლამენტის დასკვნასთან დაკავშირებით, მოდელირებული საინფორმაციო კამპანია წარმათეს - სინამდვილეში, დასკვნა დადებითია, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

 

 

„მინდა გამოვეხმაურო იმ მოდელირებულ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირებულმა ტელევიზიამ გააკეთა ამ დღეებში - ეს არის ევროპარლამენტის დასკვნასთან დაკავშირებით - როდესაც ბატონმა მამიკინსმა წარადგინა ევროპარლამენტის სახელით დასკვნა, სადაც პირდაპირ წერია, რომ ქვეყანაში არის გაუმჯობესება დემოკრატიული ინსტიტუტების მხრივ, გაუმჯობესება არის მედიაპლურალიზმის მხრივ, გაუმჯობესება არის საკონსტიტუციო რეფორმების თვალსაზირისით და „რუსთავი 2"-მა ეს ყველაფერი წარმოაჩინა ისე, თითქოს დასკვნა იყო სრულიად საპირისპირო და ბატონი მამიკინსის ნაცვლად გააშუქა ექსპერტის ქალბატონი მიხელიძის დასკვნები, რომლებიც ევროპარლამენტმა საბოლოო ჯამში არ გაიზიარა. მე ვფიქრობ, ჩვენ ყველანი ვალდებული ვართ რომ საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე, კერძოდ, ევროპარლამენტის დასკვნაში ინსტიტუციური რეფორმები, დემოკრატია და მედიის თავისუფლება ქვეყანაში არის შეფასებული დადებითად“, აცხადებს თალაკვაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი