საზოგადოებრივ მაუწყებელთან არხის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
03-09-2018, 15:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, არხის თანამშრომლებმა, რომლებსაც მაუწყებლის მენეჯმენტმა შრომის ახალი პირობები შესთავაზა, საპროტესტო აქცია გამართეს.

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მენეჯმენტის მიერ შეთავაზებული ახალი ხელშეკრულება, რომელიც საათობრივ ანაზღაურებას ითვალისწინებს, რეალურად, სამსახურიდან გათავისუფლების წინაპირობას წარმოადგენს.

 

 

მაუწყებლის თანამშრომლები არხის ხელმძღვანელობასა და სამეურვეო საბჭოს წევრებთან საჯარო შეხვედრას ითხოვენ.



თავად არხმა კი, თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელიშიც ნათქვამია, რომ ორგანიზაციიდან არავინ გაუთავისუფლებიათ, გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, რომლებიც სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდნენ, ხოლო დანარჩენებს, მაუწყებელმა შრომითი ხელშეკრულების ცვლილება შესთავაზა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი