საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური სემ პატენთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და მას სააკაშვილის ხელისუფლების ჩრდილოვან მენეჯერს უწოდებს.
„მე მაშინ გახლდით „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში, და ეს ბატონი იყო კონსულტანტი საგარეო საკითხებში, ის ალასანიას უწევდა ძირითადად კონსულტაციას, და აქედან გამომდინარე აღმოჩნდა „ქართულ ოცნებაში". შემდეგ, ძალიან მოკლე ხანში, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც კოალიციის ხელმძღვანელი გახლდათ, მიიღო გადაწყვეტილება მისი დათხოვნის შესახებ და ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც დაითხოვეს სემ პატენი, გახლდათ ის, რომ ის იყო ჩრდილოვანი მენეჯერი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისა და ეს თქმა უნდა, იყო გადამწყვეტი ფაქტორი და ამის გამო დაითხოვეს და დანარჩენი, მიხეილ სააკაშვილი რომ ამბობს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის მთავარი მრჩეველი იყო თურმე, ეს არის მორიგი ცრუპენტელობა, რასაც მიჩვეულები ვართ და სერიოზულად აღარ ვუყურებთ ამას“, აცხადებს ძიძიგური.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა CNN-ის ეთერში ის მოკლეტექსტური შეტყობინება გაასაჯაროვა, რომელიც მისი თქმით, სემ პატენმა, სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს გაუგზავნა.
„სემ პატენი 2011 წელს დაბრუნდა საქართველოში, როგორც რუსეთის ხელმძღვანელობით მიმდინარე ოპერაციის მონაწილე, რომ დახმარებოდა გაზპრომთან დაკავშირებულ და მის უმსხვილეს მეწილეს, ოლიგარქ ივანიშვილს, რომელმაც საქართველო ჩაიგდო ხელში.... დღეს ამ ადამიანმა ჩემი ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს ეს ტექსტი მისწერა - „ახლავე შეაჩერეთ თქვენი ტროლები, წინააღმდე შემთხვევაში, მიშაზე რაღაცეების გავრცელებას დავიწყებ, ურჩევნია ეს არ გავაკეთო. მიშამ იცის რაზე ვლაპარაკობ", აღნიშნა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.