თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის, ოთარ ანგურიძის შეფასებით, „საქსტატის“ კვლევა ცხადყოფს, რომ გააქტიურებულია მცირე და საშუალო ბიზნესი. მისი თქმით, საქმიანობის სახეების მიხედვით, ეკონომიკის ყველა სექტორში გაზრდილია როგორც ბრუნვა, ასევე საერთო გამოშვება, რაც პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს.
მისი თქმით, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული საწარმოთა საქმიანობის შედეგები გვიჩვენებს, რომ ეკონომიკაში გაზრდილია კერძო სექტორის როლი.
„საქსტატის“ ცნობით, 2018 წლის მეორე კვარტალში ბიზნესის ბრუნვა გაზრდილია 19,7%-ით და შეადგინს 19,9 მლრდ ლარს. აქედან, მსხვილ საწარმოთა ბრუნვა გაიზარდა 22,6%-ით, საშუალო საწარმოთა - 25,2%-ით, ხოლო მცირე საწარმოების - 12,6%-ით. დასაქმებულთა 63,2% მოდის მცირე და საშუალო ბიზნესზე, ხოლო ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი ფიქსირდება საშუალო საწარმოებზე - 1303,2 ლარი, შემდეგ მოდის მსხვილი ბიზნესი - 1210,3 ლარით და მცირე ბიზნესი - 996,3 ლარით. აქვე აღსანიშნავია, რომ სამუშაო ადგილების რაოდენობამ მოიმატა 4%-ით და 25,2 ათასით მეტი ახალი ადგილი შეიქმნა წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ოთარ ანგურიძის განცხადებით, ასევე, პოზიტიურ ტენდეციად შეიძლება ჩაითვალოს ბიზნესსექტორის გამოშვების ზრდა 12,7%-ით (10 მლრდ ლარი), სადაც მსხვილი საწარმოთა გამოშვების ზრდა შეადგენს 11,5%-ს, საშუალო საწარმოების გამოშვება 15.9%-ით და საშუალო საწარმოების 11,9%.დამამუშავებელი მრეწველობის მზარდი ტენდეცია, რომელიც შეადგენს 22,9%-ს, რომელსაც მოსდევს მშენებლობა 18,7%-ით.
„მოცემული კვლევა ცხადყოფს, რომ გააქტიურებულია მცირე და საშუალო ბიზნესი. იმ შემთხვევაში თუ, უფრო მეტი ხელშეწყობა იქნება ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით შესაძლებელია უახლოეს მომავალში გაიზარდოს მცირე და საშუალო საწარმოთა მოცულობა საქართველოს ეკონომიკაში", განაცხადა თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ოთარ ანგურიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.