ოთარ კახიძე: არანაირ მითითებას ან დავალებას პროკურატურას კომისია არ და ვერ აძლევს - რაც შეეხება რეკომენდაციების გაცემას, ეს არის პირდაპირ გათვალისწინებული პარლამენტის რეგლამენტით
03-09-2018, 17:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ-ს მიმართ.

 

 

„საქმეში არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები. საგამოძიებო კომისია ნამდვილად არ არის უფლებამოსილი, ვინმეს მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა.

 

 

ეს არის საქართველოს პროკურატურის ექსკლუზიური პრეროგატივა და დისკრეცია. არანაირ მითითებას ან დავალებას პროკურატურას კომისია არ და ვერ აძლევს, ამას არ ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა. რაც შეეხება რეკომენდაციების გაცემას, ეს არის პირდაპირ გათვალისწინებული პარლამენტის რეგლამენტით. რეკომენდაციის არსია, რომ საგამოძიებო კომისია მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას საქმის მასალებზე, ასევე მიღებულ ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით, რეგლამენტის 66-ე მუხლის შესაბამისად, რომ პროკურატურამ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ-ს მიმართ არასრულწლოვანი დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით. აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით. შესაბამისად, რეკომენდაცია გავეცით სწორედ რეგლამენტის 66-ე მუხლის საფუძველზე“, განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

 

ამასთან, მისივე თქმით, „კომისია არავის ნაცვლად, დევნას არ იწყებს, არავის საქმეში არ ერევა“.

 

 

„შევისწავლეთ საქმის მასალები. მიგვაჩნია, რომ პროკურატურას უნდა დაეწყო სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ-ს მიმართ, მაგრამ არ დაიწყო. მიგვაჩნია, რომ ის იყო ტენდენციური და მიკერძოებული. ეს იყო ამ შემთხვევაში მთავარი დანაშაული, ვგულისხმობ სისტემას. ეს არ გაკეთდა, რაც მიუღებლად მიგვაჩნია. ეს არის ჩვენი შეფასება. ამ დევნის დასაწყებად არსებობს კიდევ დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც მათ შორის კომისიამ გამოავლინა“, განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი