ქალაქ ხონში, ფაროსანას მოსაზიდი „TREC“-ის ტიპის ფერომონების მონიტორინგის საფუძველზე, მავნებელი მწერის წამლობის მორიგი ეტაპი დაიგეგმება
03-09-2018, 17:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქ ხონში, საკარმიდამო ნაკვეთებში განთავსებული ფაროსანას მოსაზიდი „TREC"-ის ტიპის ფერომონების მონიტორინგი განხორციელდა, რომლის საფუძველზეც მავნებელი მწერის წამლობის მორიგი ეტაპი დაიგეგმება.

 

 

ფაროსანას წინაღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტში მუდმივად იმყოფება 7 ერთეული ტექნიკა. 10 აგვისტოს ე.წ. ცივი შესხურებისთვის, დამატებით, 17 ერთეული ტექნიკა, 28 ივლისს 10 ერთეული ტექნიკა იყო მობილიზებული.

 

 

თერმული ნისლით ხონის მუნიციპალიტეტში შემავალი თორმეტივე ადმინისტრაციული ერთეული 5 - ჯერ დამუშავდა. შეიწამლა ქარსაფარი ზოლი და ტყის საფარი - სულ 19 320 ჰექტარი.

 

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა, მიმდინარე წლის აპრილიდან დღემდე, 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელში ჩატარდა. თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 433 450 ათასი ჰექტარი, სატრაქტორე აგრეგატით - 32 ათასამდე ჰექტარი საყანე ფართობი, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების გამოყენებით (ცივი შესხურებით) – 55 ათასზე მეტი ჰექტარი; დიდი წარმადობის აეროზოლური გენერატორით - 11 391 ჰა.

 

 

ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი