Freedom House -ის კვლევის მიხედვით, 7 ქულიანი შკალიდან საქართველოში დემოკრატიის დონე 4,64 ქულით შეფასდა
23-06-2015, 07:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

დემოკრატიის კუთხით გაუმჯობესება ევრაზიის რეგიონში მხოლოდ ორ ქვეყანაში აღინიშნა - ეს იყო საქართველო, სადაც 2014 წელს პირველად ჩატარდა მერის პირდაპირი წესით არჩევნები და ასევე უკრაინა. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშში - "სახელმწიფოები გარდამავალ პერიოდში 2015".


ანგარიში ეხება აღმოსავლეთ ევროპის, პოსტსაბჭოთა სივრცისა და ბალკანეთის 29 ქვეყანას და მოიცავს 2014 წლის მონაცემებს.


კვლევის მიხედვით, 7 ქულიანი შკალიდან, სადაც 1 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია, ხოლო 7 ავტორიტარიზმის ნიშანი, საქართველოში დემოკრატიის დონე 4,64 ქულით შეფასდა. ამ მაჩვენებლით, საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნებს შორის მოხვდა. ამავე ჯგუფში მოხვდნენ მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, უკრაინა და მოლდოვა.


სრულად დემოკრატიული ქვეყნების რეიტინგში მოხვდნენ სლოვენია, ესტონეთი, ლატვია, ჩეხეთი, პოლონეთი, ლიტვა და სლოვაკეთი.


Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე ავტორიტატული რეჟიმის ქვეყანები არიან ტაჯიკეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი და უზბეკეთი.

 


"ავტორიტარულმა ლიდერებმა, რომლებიც მხოლოდ სიტყვით უჭერენ მხარს დემოკრატიულ რეფორმებს, თავიანთი რეპრესიული ტაქტიკის სისტემატიზირება მოახდინეს და უარი თქვეს ინკლუზიური პოლიტიკის გატარებაზე", - ნათქვამია ანგარიშში.


ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ამ რეგიონში დემოკრატიული ძალისხმევა ავტორიტატული სახელმწიფოებისგან და სხვა ოპონენტებისგან ახალ, მომატებულ აგრესიულ თავდასხმებს აწყდება.


ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს ევრაზიაში მიმდინარე ნეგატიური პროცესები.


ანგარიში მოიცავს 2014 წლის 1-დან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი