14 აგვისტოს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაგზავნილი წერილის საფუძველზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპატრამენტის წარმომადგენლებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ხონი-მათხოჯი-მარტვილის გზის მე-2 კილომეტრიდან ძეძილეთის, გელავერის, ახალბედისეულის 20-კილომეტრიანი მონაკვეთის, ხონი-მათხოჯი-მარტვილის შიდასახელმწიფოებრივი გზის 10 აგვისტოს სტიქიის შედეგად დაზიანებული მათხოჯის მონაკვეთის, მათხოჯი-გორდი-კინჩხას შიდასახელმწიფოებრივი გზის დაზიანებული და პრობლემური მონაკვეთებისა და სენაკი-ნოქალაქევი-ბანძა-ხონის 36-ე და 37-ე კილომეტრზე დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა იგეგმება - შეთანხმება მიღწეული და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.