ხონის მერი წარმატებულ სტუდენტებს შეხვდა
03-09-2018, 18:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და მერის მოადგილე გერასიმე მჟავანაძე ხონის საჯარო სკოლებიდან 2018 წლის ერთიან ეროვნული გამოცდებში 100%-იანი გრანტით ჩარიცხულ სტუდენტებს შეხვდნენ და მიღწეული წარმატება მიულოცეს.

 

 

„ჩემთვის საამაყოა თქვენი წარმატება, გილოცავთ და გისურვებთ ამ შემართებით გაგეგრძელებინოთ საკუთარი თავის განვითარება. თქვენ ხართ თაობა, რომელმაც ქვეყნის ნათელი მომავალი უნდა შექმნას, ამიტომაც მეიმედებით ხონის ხვალინდელი დღისთვის და მჯერა, თქვენნაირი მოდომებული, მიზანდასახული ახალგაზრდების ხელში ხონი ყოველთვის იქნება მოწინავე მუნიციპალიტეტი“, მიმართა ახალგაზრდებს ხონის მუნიციპალიტეტის მერმა.

 

 

ლადო ჯურხაძემ ახალგაზრდებს საკუთარი ინიციატივაც გააცნო და მოუწოდა მუნიციპალიტეტში მიმდინარე აქტუალურ საკითხებში ჩაერთონ და საკუთარი ხედვები, იდეები წარმოადგინონ.

 

 

მარიამ სანოძემ (1 საჯარო სკოლა), მარიამ კუჭავამ (1 საჯარო სკოლა), მარიამ ჩირგაძემ (ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია) და საბა გვანძელაძემ (ივანდიდის საჯარო სკოლა) 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სწავლას უმაღლეს სასწავლებელში 100% სახელმწიფო გრანტით გააგრძელებენ.

 

 

ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი