უნდა ვფოკუსირდეთ იმ ჯილეხის წინააღმდეგ, რასაც სალომე ზურაბიშვილი ჰქვია - გიგი უგულავა „ნაციონალურ მოძრაობას“ გაფორმებულ ხელშეკრულებას ახსენებს
03-09-2018, 19:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გარკვეულმა პირებმა „ევროპული საქართველოს" შემადგენლობა დატოვეს და „ძალა ერთობაშია“-ს შეუერთდნენ, გიგი უგულავა პასუხობს.

 

 

როგორც უგულავამ საპასუხო ბრიფინგზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა" „ქართული ოცნების" ნაცვლად„ „ევროპულ საქართველოს" ებრძვის.

 


„პარტია, რომელთანაც ჩვენ „ევროპის ხალხთა“ პარტიის ეგიდით გავაფორმეთ ხელშეკრულება სადაც პირობა დავდეთ, რომ ვფოკუსირდებით, აი, იმ პირდაპირი მნიშვნელობით, ჯილეხის, რასაც სალომე ზურაბიშვილი ჰქვია, რომელსაც ხვალ თუ ზეგ „ქართული ოცნება" დაუჭრს მხარს. ეს არის პოლიტიკური ჯილეხი საქართველოსთვის, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის და ეროვნული ინტერესების ფეხქვეშ გათელვა. როდესაც „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ამისთვის ემზადება, რატომ რჩება დრო „ნაციონალურ მოძრაობას“, აი, ამ სიმულაციური პროცესის წარმართვის". განაცხადა გიგი უგულავამ, რომელმაც განმარტა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გამართულ ბრიფინგზე დღეს მისულმა ადამიანებმა „ევროპული საქართველო" რამდენიმე თვის წინ დატოვეს.

 

 

ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ „ევროპული საქართველო“ კიდევ 140 წევრმა დატოვა და „ძალა ერთობაშია“-ს კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს, ღია მხარდაჭერა გამოუცხადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი