სემ პატენი მუშაობდა მიხელ სააკაშვილთან, იგი თავის თავს მოიხსენიებს როგორც მისი პარტიის „ჩრდილოვან მენეჯერს“, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი.
„ნურავინ წარმოიდგენს, რომ ლობისტური საქმიანობა უკანონობას წარმოადგენს, მაგრამ ეს საქმიანობა მკაცრად ლიმიტირებული და დადგენილ წესებს უნდა ექვემდებარებოდეს. არ შიძლება, რომ ადამიანი ლობირებას უწევდეს რომელიმე პოლიტიკურ გუნდს და ამის თაობაზე არ ქონდეს ოფიციალურად განცხადებული და მით უმეტეს, არ ქონდეს შემოსავალი დაფიქსირებული და ხელშეკრულების გარეშე ახორციელებდეს ამ საქმიანობას.
სემ პატენი მუშაობდა მიხეილ სააკაშვილთან როგორც ლობისტი და უფრო მეტიც, იგი თავის თავს მოიხსენიებს როგორც ამ ლიდერის და მისი პარტიის „ჩრდილოვან მენეჯერს“.
ახლახანს გამოვლინდა, რომ ამ ადამიანმა ლობისტობა გაუწია იანუკოვიჩთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პირებს და 50 000 აშშ დოლარის საფასურად მოსაწვევები „გაუჩარხა“ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე. რასაც სკანდალი მოყვა, რადგან ეს თემა არ იყო და ოფიციალურად დეკლარირებული. აქედან გამომდინარე, კითხვები გაჩნდა სააკაშვილის მიმართაც, თუ მუშაობდა მასთან და რა პერიოდში.
რაც შეეხება ამ ადამიანის ჩვენთან კავშირს: აღნიშნული პიროვნება მას მერე, რაც სააკაშვილთან ლობისტური საქმიანობა დაასრულა, მუშაობდა ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდის „თავისუფალი დემოკრატებისთვის“. კოალიციის შექმნის შემდეგ, სადაც გაერთიანდნენ „თავისუფალი დემოკრატები“ და მათთან ერთად, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს დაუკავშირდა სემ პატენიც, როგორც პოლიტიკური ლობისტი და განსხვავებით სააკაშვილისგან, ჰქონდა კონტრაქტი და შესაბამისი ანაზღაურებას, თუმცა ეს კონტრაქტი ძალიან მალე დამთავრდა", აცხადებს ვოლსკი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა CNN-ის ეთერში ის მოკლეტექსტური შეტყობინება გაასაჯაროვა, რომელიც მისი თქმით, სემ პატენმა, სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს გაუგზავნა.
„სემ პატენი 2011 წელს დაბრუნდა საქართველოში, როგორც რუსეთის ხელმძღვანელობით მიმდინარე ოპერაციის მონაწილე, რომ დახმარებოდა გაზპრომთან დაკავშირებულ და მის უმსხვილეს მეწილეს, ოლიგარქ ივანიშვილს, რომელმაც საქართველო ჩაიგდო ხელში.... დღეს ამ ადამიანმა ჩემი ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს ეს ტექსტი მისწერა - „ახლავე შეაჩერეთ თქვენი ტროლები, წინააღმდე შემთხვევაში, მიშაზე რაღაცეების გავრცელებას დავიწყებ, ურჩევნია ეს არ გავაკეთო. მიშამ იცის რაზე ვლაპარაკობ", აღნიშნა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.