ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა., რომ თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების ხელშეკრულების რეალიზაციის მიმართულებით საქართველო ალბათ ყველაზე უფრო განვითარებული პარტნიორია, თუმცა მოდუნების საშუალება არ აქვს, არსებობს პოტენციალი, რომლის რეალიზება უნდა მოხდეს.
ჰანმა დადებითად შეაფასა საქართველოს მხრიდან ტრანსევროპული ქსელის დოკუმენტზე ხელმოწერა, რაც მისი თქმით, ახალ შესაძლებლობებს ხსნის.მისივე თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლა იქნება პირველი სკოლა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, რომელიც იქნება მრავალენოვანი მიმართულების, ახალგაზრდების მოამზადებს ევროკავშირის ღირებულებებით, ასევე შეასწავლის ევროკავშირის ისტორიას.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ბატონო მინისტრო თქვენ და თქვენს გუნდს ბრწყინვალე შეხვედრისთვის, რომელიც მესახება როგორც გაგრძელება იმისა, რაც მანამდე ჩაისახა წინა მთავრობასთან. მაგრამ ჩვენ ასევე დავამყარეთ მეგობრული სამუშაო ურთიერთობები, როდესაც თქვენ ივლისში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდით ბრიუსელში ვიზიტით. მუდმივი აზრების გაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია და მოხარული ვარ, რომ ჩვენ მოვნახეთ გზები და საშუალებები, რათა შეგვექმნა სპეციალური ფორმატი, რომელიც მოიცავს განსაკუთრებულ ურთიერთობებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის და აღნიშნული ღონისძიება გაიმართება 31 ნოემბერს ბრიუსელში, კომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის. ჩვენ გვინდა, გავცვალოთ ის მიმართულებები, სადაც შემდგომში შეგვიძლია მოვახდინოთ ინვესტირება, რათა კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ძირითადი სტრატეგიული პარტნიორია.
რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების ხელშეკრულების რეალიზაციას, საქართველო ალბათ ყველაზე უფრო განვითარებული პარტნიორი გახლავთ, თუმცა მოდუნების საშუალება არ გვაქვს. მთელი რიგი საშუალებები ჯერ კიდევ გამოსაყენებელია. არსებობს პოტენციალი, რომლის რეალიზება უნდა მოხდეს. ამ თვალსაზრისით მაღალ შეფასებას ვაძლევ იმას, რომ ახალმა მთავრობამ ხელი მოაწერა ტრანსევროპული ქსელის დოკუმენტს, რაც საშუალებას გვაძლევს, ფინანსური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ქსელის გაფართოებას აქ, საქარველოში. ვთვლით, რომ ეს ძალიან სერიოზული წვლილია ევროკავშირის მხრიდან, რაც უფრო დაახლოებს საქართველოსა და პარტნიორებს ევროკავშირთან. ამ ურთიერთობების მატერიალიზაციამ მოგვცა შესაძლებლობა, თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპის სკოლა დაგვეფუძნებინა.
მინდა გამოვიყენო საშუალება და მადლობა გადავუხადო როგორც ჩვენს, ისე თქვენს გუნდს იმისათვის, რაც გაკეთდა, რადგან ეს გახლავთ საპილოტე პროექტი და პირველ პროექტში რასაკვირველია ბევრი უნდა ჩადო, რათა მოახდინო დასახულის რეალიზაცია. ჩვენ უკვე მივედით დასკვნით ეტაპამდე“, განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.