მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურებმა თავისი რეზიდენტის, ივანიშვილის მეშვეობით 2012 ხელისუფლების დაპყრობის დიდი სპეცოპერაცია განახორციელა
03-09-2018, 23:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკული კინოთეატრების ეკრანებზე უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს ჩვენება რეჟისორ ჯეკ ბრაიანის სკანდალური ფილმისა - „აქტიური ღონისძიებები“, სადაც აღწერილია კრემლის რეჟიმის სავარაუდო კავშირები ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტთან და მის გარემოცვასთან.

 


ჯეკ ბრაიანის ფილმის ჩვენება დღეს ნიუ იორკის „აიეფსის“ კინოთეატრში გაიმართა, სადაც გადამღები ჯგუფი მაყურებელს შეახვედრეს. განხილვაზე მიწვეული იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, რომ 2012 წელს საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურებმა თავისი მთავარი რეზიდენტის, ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით „ხელისუფლების დაპყრობის სპეცოპერაცია განახორციელა“.

 


„სიმართლე ირკვევა ყველაფერში. საქართველოში შემოგვასაღეს, რომ 2012-ში იყო არჩევნები და ეხლა მთელმა მსოფლიომ გაახილა თვალები და აღმოაჩინა, რომ 2012 წელს არ იყო არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია ხელისუფლების დაპყრობის, რომელიც განახორციელა რუსეთის სპეცსამსახურებმა თავისი ძირითადი რეზიდენტის, ივანიშვილის მეშვეობით და მათ შორის ამაში იყვნენ ჩარეულები, არა მხოლოდ რუსები, არამედ ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც აღმოჩნდნენ რუსების აგენტები, ერთ-ერთი მათგანი დააპატიმრეს სწორედ ამ დღეებში. ჩართული იყო ძალიან დიდი რაოდენობის, სამწუხაროდ, ქართველებიც, მაგრამ რეგიონის მოღვაწეები - უკარინა, სხვა. ეს იყო დიდი სპეცოპერაცია საქართველოში - თავისი ბავშვის მკვლელობით, თავისი ციხის კადრებით, უამრავი ჭორების და საზიზღრობის გავრცელებით და ნუ, ახლა სიმართლე ირკვევა“, განაცხადა სააკაშვილმა.

 


„რუსთავი 2“-ის ცნობით, ფილმში დეტალურად არის აღწერილი ვლადიმერ პუტინის მრავალწლიანი მმართველობის დროს გატარებული ღონისძიებები მსოფლიო წესრიგის ჩამოსაშლელად.

 


ჯეკ ბრაიანის დოკუმენტური ფილმი მთლიანად ინტერვიუებზეა აგებული. ფილმი განმარტავს, თუ როგორ ჩაერია რუსეთის ფედერაცია 2016 წლის ამერიკულ არჩევნებში, როგორ იყენებს ის კიბერთავდასხმებს, დეზინფორმაციას და გავლენის აგენტებს დასავლეთის წინააღმდეგ კრემლის პოლიტიკურ ომში.

 


ფილმში დეტალურად არის აღწერილი კრემლის მიერ ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ და დონალდ ტრამპის სასარგებლოდ მუშაობა. უკრაინის მოვლენები, მათ შორის იუშჩენკოს მოწამვლა, იულია ტიმოშენკოს დაპატიმრება, ყირიმის ანექსია, აგვისტოს ომი საქართველოში და 2012 წლის არჩევნები, როდესაც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდა. ეს ყველაფერი ფილმში კრემლის ერთიან სქემაშია მოქცეული.

 

კომენტარები: 3
#3   ჯონი
      
დიანა! შენ კრემლის აგენტო მოკეტე მაგი აყროლებული და ნახმარი პირი!!!
4 სექტემბერი 2018 01:02
#2   levan-khachidze
      
ციტატა: დიანა
ამ სომხის ნაბიჭვარს საერთოდ ატროფირებული აქვს სირცხვილის გრძნობა!
რაებს ბოდიალობს,ნახეთ რაა!
ხალხს ეზიზღები შე მაოხრებელი გზირო,შენი ჩასრილები კიდევ რამდენ ათწლეულს უნდა ვასუფთაოთ!

SHEN TU KREMLIS AGENTI ARA XAR VIS LANZGAV SHE GAPUCHEBULO KALO,SHEN IMATAC AR GIRXAR RAC MAS KIDIA.NABIZVARO.
4 სექტემბერი 2018 00:59
#1   დიანა
      
ამ სომხის ნაბიჭვარს საერთოდ ატროფირებული აქვს სირცხვილის გრძნობა!
რაებს ბოდიალობს,ნახეთ რაა!
ხალხს ეზიზღები შე მაოხრებელი გზირო,შენი ჩასრილები კიდევ რამდენ ათწლეულს უნდა ვასუფთაოთ!
3 სექტემბერი 2018 15:22
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი