იოჰანეს ჰანი: მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენს წვლილს განათლებისა და ინოვაციის სფეროში, რაც გახლავთ ძირითადი მიმართულებები და ახალი მთავრობის მთავარი ფოკუსი
04-09-2018, 10:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საქართველო გახლავთ ძირითადი სტრატეგიული პარტნიორი, რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას. თუმცა ჯერ კიდევ არსებობს მთელი რიგი საშუალებები და პოტენციალი, რომლის რეალიზებაც უნდა მოხდეს", განაცხადა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის დასრულებისას გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევროკომისარმა მადლობა გადაუხარა ქართულ მხარეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მათ შორის ვიზა-ლიბერალიზაციის ხელშეკრულების რეალიზაციის კუთხით. მან ასევე მაღალი შეფასება მისცა სატრანზიტო კავშირების განვითარებაში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობას.

 

 

იოჰანეს ჰანმა საკუთარ გამოსვლაში ასევე ისაუბრა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის მნიშვნელობაზე, რომელიც თბილისში ოფიციალურად გაიხსნება.

 

 

„აღმოსავლეთ ევროპის სკოლა გახლავთ პირველი სკოლა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, რომელიც არის მრავალი ენობრივი მიმართულების და მიზნად ისახავს ახალგაზრდების მომზადებას ევროკავშირის ღირებულებების სფეროში, ევროკავშირის ისტორიაში. მინდა ვისარგებლო საშუალებით და მადლობა გადავუხადო როგორც თქვენს ასევე ჩვენს გუნდს, იმისთვის რაც ჩავდეთ. ეს გახლავთ ინვესტირება მომავალში, ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტირებას განათლების სფეროში. მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენს წვლილს განათლებისა და ინოვაციის სფეროში, რაც გახლავთ ძირითადი მიმართულებები და ახალი მთავრობის მთავარი ფოკუსი", განაცხადა ჰანმა.

 

 

ევროკომისარმა ასევე დადებითად შეაფასა 2018 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში. მან მზადყოფნა გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს მომავლ წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც ბათუმში გაიმართება.

 

 

ევროკომისარი იოჰანეს ჰანის ვიზიტი საქართველოში 3-4 სექტემბერს მიმდინარეობს. იგი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლბთან. ევროკომისარი მონაწილეობას მიიღებს თბილისში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის საზეიმო გახსნის ცერემონიაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი