ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა სირიის მთავრობა და მისი რუსი და ირანელი მოკავშირეები ამბოხებულების მიერ დაკავებული იდლიბის პროვინიციაზე „უგუნური“ თავდასხმების წინააღმდეგ.
„თვითერის“ მეშვეობით გაკეთებულ განცხადებაში მან „უზარმაზარი ჰუმანიტარული შეცდომის“ შესახებ გააკეთა გაფრთხილება, რომელმაც შესაძლოა ასეულობით ათასი ადამიანი იმსხვერპლოს.
სირიის სამთავრობო ძალებმა განაცხადეს, რომ ემზადებიან ამბოხებულების მიერ დაკავებული ბოლო მთავარი უზარმაზარი ციხე-სიმაგრის წინააღმდეგ იერიშის მისატანად.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამგვარ საბრძოლო ქმედებებს შესაძლოა გამანადგურებელი შედეგები ჰქონდეს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქისთვის.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ორშაბათს ასევე გააფრთხილა ოფიციალური დამასკო, რომ ვაშინგტონი სირიის მთავრობის ან მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ქიმიურ თავდასხმას პასუხს გასცემს.
აშშ-ის ელჩმა გაეროში ნიკი ჰეილიმ „თვითერზე“ დაწერა: „ყველა თვალი იდლიბში ასადის, რუსეთის და ირანის ქმედებებისკენაა მიპყრობილი. #არაქიმიურიარაღს“ (NoChemicalWeapons").
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.