გიგა ბათიაშვილი: ვაკე-საბურთალოს გზა არ უნდა აღდგეს... მტკვრის ორივე სანაპიროზე ცალმხრივი მოძრაობა უნდა დაწესდეს
23-06-2015, 07:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი საზოგადოებას  თბილისში მოძრაობის განტვირთვის მისეულ ხედვას სთავაზობს. მას მიაჩნია, რომ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა ამ ფორმით არ უნდა აღდგეს, უნდა მოიხსნას გმირთა მოედანზე არსებული 2 ესტაკადა, ხოლო მტკვრის ორივე სანაპიროზე ცალმხრივი მოძრაობა უნდა დაწესდეს.


„სტიქიის შემდეგ ვაკე-საბურთალოს გზის რეაბილიტაციაზე საუბარი ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია! ეს გზა ახლიდან უნდა აშენდეს ისე, როგორც ვერეს ხეობას სჭირდება. ანუ ხიმინჯებზე უნდა შედგეს", - განაცხადა ბათიაშვილმა გაზეთ "ასავალ-დასავალთან" საუბრისას.


რაც შეეხება გმირთა მოედანზე არსებული ესტაკადების სამომავლო ბედს, არქიტექტორის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობაა, მტკვრის ორივე სანაპიროზე ცალმხრივი მოძრაობა უნდა დაწესდეს.


„ამისთვის აუცილებელია მოიხსნას გმირთა მოედანზე არსებული 2 ესტაკადა - ერთი, რომელსაც დიღმისკენ მივყავართ და მეორე, რომელიც გალაკტიონის ხიდისკენ მიდის. „ლაგუნა ვერესა" და დგებუაძის ქუჩას შორის უნდა აშენდეს ხიდი, რომელიც ცალმხრივ მოძრაობაზე გადასვლას უზრუნველყოფს. საერთოდ, თბილისს სჭირდება რაც შეიძლება მეტი დამატებითი ხიდის მშენებლობა, რადგან მხოლოდ ეს გააუმჯობესებს სატრანსპორტო მოძრაობას", - აცხადებს გიგა ბათიაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი