დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილში სახალხო დღესასწაული შატილობა-2018 აღინიშნა.
გაიმართა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები: ლუდის კოდის დალოცვა, დოღი, ქართული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება, ცეცხლოვანი შოუ შატილის კოშკებზე, კონცერტი ფოლკლორული ანსამბლების, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და ახალგაზრდა ხევსური პოეტების მონაწილეობით.
დღესასწაულს დაესწრნენ და საზოგადოებას შატილობა მიულოცეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძემ, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა.
ინფორმაციას დუშეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.