იაპონიის მთავრობა საქართველოს 343 მილიონ დოლარს ავტომაგისტრალის, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოუყოფს
04-09-2018, 11:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აღმოსავლეთი-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის იაპონია-საქართველოს, შესაბამისი შეთანხმება საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დავით ზალკალიანმა და ტარო კონომ გააფორმეს.

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სასესხო შეთანხმებას კი, ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცე-პრეზიდენმა, ნორიკო სუზუკიმ.

 

 

პროექტის ფარგლებში, რიკოთის მონაკვეთზე 14.7 კილომეტრის საავტომობილო გზა აშენდება. იაპონიის მთავრობა პროექტს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით დააფინანსებს.

 

 

შეთანხმება საქართველოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ტარო კონოს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ტარო კონო დღეს ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს შეხვდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი