„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ევროპული სკოლის დაარსების საკითხი ასახულია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დოკუმენტში. პრემიერის თქმით, აღნიშნული არის 20 ძირითადი მიზანს შორის 2020 წლისთვის, რომელიც ამავე დროს, გაწერილია სამთავრობო პროგრამაში 2018-დან 2020 წლის ჩათვლით. ბახტაძის შეფასებით, ევროპული სკოლა არის პროექტი მომავალი თაობისთვის, ანუ ქვეყნის მომავლისთვის, საქართველოს დემოკრატიული წინსვლისა და კეთილდღეობის მიღწევისთვის.
„ეს ნიშნავს, რომ 2020 წლისთვის ჩვენ უნდა გვქონდეს 20 კონკრეტული შედეგი და დღევანდელი პროექტი გახლავთ ამ 20 პროექტში, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა. ჩვენ ვაშენებთ ძლიერ, ევროპულ ფასეულობებზე ორიენტირებულ სახელმწიფოს და რა თქმა უნდა, განათლების სექტორს აქ უმნიშვნელოვანესი როლი აქვს.
დღეს ეს სკოლა კარს გაუღებს 30 მოსწავლეს, რომლებიც ევროკავშირის ექვსი პარტნიორი ქვეყნიდან კონკურსის გზით შეირჩნენ. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩაირიცხნენ სკოლაში და აქ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ისწავლიან სომეხი, აზერბაიჯანელი, ბელარუსი, უკრაინელი და მოლდოველი ახალგაზრდები“, აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძის შეფასებით, მოსწავლეები ინოვაციური, საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროგრამების საშუალებით მიიღებენ მაღალი ხარისხის განათლებას და საერთაშორისო ბაკალავრის დიპლომს. როგორც პრემიერმა განმარტა, დღეს იწყება საპილოტე პროგრამა. პრემიერი დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის კუთხით ეს იქნება წარმატებული პროექტი.მისი თქმით, ამავე დროს, დაგეგმილია საერთო საცხოვრებლის აშენება.
„ეს არის პროექტი, რომელიც აკადემიური განათლების მიღებასთან ერთად, დიდ როლს ითამაშებს მულტიკულტურულ ურთიერთობებში. ჩვენ საქართველოში ვამაყობთ, რომ სწორედ მულტიკულტურიზმი, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობა ისტორიულად იყო ჩვენი ქვეყნის სიძლიერე, მოხარული ვარ, რომ განათლების სექტორი და აღნიშნული პროექტი ამ ძალიან ღირსეულ ტრადიციას აგრძელებს.
მინდა აღვნიშნო, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის სათანადო ფუნქციონირებისთვის ჩვენ აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ მუშაობას სკოლის გრძელვადიან მოდელზე, რომელიც ევროკომისიის თანადაფინანსებით განხორციელდება.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ პროექტს ბოლომდე განვახორციელებთ წარმატებით. მანამდე კი, მოსწავლეები უზრუნველყოფილი იქნებიან დროებითი საცხოვრებლით. მისასალმებელია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის ფარგლებში, ცოტა ხნის წინ განხორციელდა საზაფხულო ბანაკის პროექტი, რომელშიც დაახლოებით 100 ახალგაზრდა მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც ევროპულ სკოლაში ისწავლიან“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპული სკოლის გახსნაში მონაწილეობა, ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად მიიღო, რომელიც თბილისს ორდღიანი ვიზიტად გუშინ ეწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.