ხულოში ხანძრის შედეგად დამწვარია ორი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები.
ცეცხლის სწრაფი გავრცელება ძლიერმა ქარმა გამოიწვია.
დამწვარია 2 საცხოვრებელ სახლში ჯამში 250 კვ.მ. ფართობი. ასევე, დამხმარე ნაგებობები, საერთო ფართი 90 კვ.მ.
ადგილზე მობილიზებული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.