ვანში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო კამპანია მიმდინარეობს. მავნებელთან ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიად მოიზიდე და გაანადგურეს პრინციპია მიჩნეული - მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კონკრეტულ ლოკაციებზე განთავსებულია ფერომონები, რომლის მეშვეობითაც ხდება მავნებლის მოზიდვა, შემდგომ კი, ხორციელდება წერტილოვანი შეწამვლითი სამუშაოები.
პროცესის მიმდინარეობას ვანში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, ადგილზე იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, აზიური ფაროსანას საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.
სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლებმა დღესვე, ფერომონებით მოზიდული ფაროსანების ცივი შესხურების მეთოდით შეწამვლა მოახდინეს. ამ დროისთვის, დასავლეთ საქართველოში 50 ათასი ფერომონია დამონტაჟებული. უახლოეს დღეებში დაიწყება თერმული ნისლით წამლობის ახალი ეტაპი, რომელიც მავნებლის მოზამთრე ფაზის დაწყებამდე გაგრძელდება.
ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.