თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბი სტიქიის ღამეს ვერტმფრენების გამოუყენებლობის მიზეზებს განმარტავს. როგორც გენერალური შტაბის განცხადებაშია ნათქვამი სვანიძის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობი, ელექტროგადამცემი ხაზების ქსელი და მაღალი ხეები არამარტო ხელს უშლის ვერტმფრენიდან სამაშველო სამუშაოების განხორციელებას ღამით და დიდი ნალექის პირობებში, არამედ შეუძლებელს ხდის ვერტმფრენის ოპერირებას დაბალ სიმაღლეზე, დღისა და თუნდაც, ხელშემწყობ მეტეოპირობებშიც კი.
"სამაშველო ოპერაციების საწყის ეტაპზე, 13 ივნისის ღამით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები მოქმედებდნენ ერთადერთი მიზნით - დამატებითი მსხვერპლის თავიდან აცილება და საერთო სამაშველო ოპერაციის დაუბრკოლებელი პირობების შექმნა. თბილისი თავისი ისტორიული ურბანული განვითარების კუთხით საკმაოდ რთული სტრუქტურისაა და მას შესაბამისი ინფრასტრუქტურული გაფრთხილების სისტემა არ გააჩნია, რამაც ვერტმფრენის ქალაქის პირობებში უსაფრთხო ფრენა უნდა უზრუნველყოს (შუქურები მაღალი შენობების სახურავებზე, საიდენტიფიკაციო ნიშნები მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებსა და სხვა საჰაერო საკომუნიკაციო არხებზე - ბუნებრივი აირისა და წყლის მილები). ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროგადამცემი ხაზები ქალაქში დამონტაჟებულია უსისტემოდ, რაც ქმნის სხვასდასხვა ტიპის კაბელებისა და ხაზების "ბადეებს". ამასთან ერთად, შეიარაღებული ძალების საფრენოსნო პარკში არსებული ვერტმფრენების როტორის რადიუსი და უსაფრთხოების წესები მოითხოვს დაბრკოლებებისაგან თავისუფალ ზონას, არანაკლებ 25 მეტრის რადიუსით. შესაბამისად, სტიქიის ეპიცენტრში, სვანიძის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობი, ელექტროგადამცემი ხაზების ქსელი და მაღალი ხეები არამარტო ხელს უშლის ვერტმფრენიდან სამაშველო სამუშაოების განხორციელებას ღამით და დიდი ნალექის პირობებში, არამედ შეუძლებელს ხდის ვერტმფრენის ოპერირებას დაბალ სიმაღლეზე, დღისა და თუნდაც, ხელშემწყობ მეტეოპირობებშიც კი", - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.
რაც შეეხება ზოოპარკისა და "მზიურის" რაიონებს, შტაბის ინფორმაციით, აქ მთავარ შემაფერხებელ გარემოებებს ელექტროგადამცემ ხაზებთან, დაბალ ხილვადობასთან და ძლიერ წვიმასთან ერთად ხშირი და მაღალი ხეები წარმოადგენდნენ.
"ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირობებში ვერტმფრენის გამოყენება გამოიწვევდა ეკიპაჟისა და საფრენი აპარატის დანაკარგს, რასაც თავის მხრივ, დიდი ალბათობით მოყვებოდა დამატებითი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობასა და რაიონში მოქმედ მაშველებს შორის. ამდენად, სწორად შეფასდა რისკები და საფრთხეები. მეორე დღეს, შეიარაღებული ძალების ვერტმფრენებმა და უპილოტო საფრენმა აპარატებმა, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მოთხოვნისთანავე, ოპერატიულად დაიწყეს სტიქიით დაზარალებული რაიონებისა და საფრთხის შემცველი კერების დაზვერვისა და გამოვლენისთვის საჭირო ფრენების აქტიური შესრულება", - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.