გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა წევრები ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგანის მოსახლეობას შეხვდნენ. ვაშაძის თქმით, მოსახლეობა თავს ხელისუფლებისგან მიტოვებულად გრძნობს და მისი გაპრეზიდენტებით ამ არაპროფესიონალების ბოგინი მორჩება საქართველოში.
„ადამიანები თავს ხელისუფლებისგან მიტოვებულად გრძნობენ იმიტომ, რომ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ვერ შევინარჩუნებთ მთას. მთას თუ ვერ შევინარჩუნებთ, დავკარგავთ საქართველოს კულტურის, ისტორიის, მიწათმოქმედების უზარმაზარ ნაწილს. ამ ყველაფერს მიხედვა სჭირდება, მიხედვა კი ნიშნავს იმას, რომ არჩევნების გზით, ჯერ საპრეზიდენტო, შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გზით, მორჩეს საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ არაპროფესიონალების ბოგინი“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.