ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ქართველ ახალგაზრდებს მოუწოდებს წავიდნენ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე
04-09-2018, 13:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში მყოფმა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვას, ასე უპასუხა - „ჩვენ არ ვერევით ადამიანების თავისუფალ არჩევნებში“. როგორც ჰანმა აღნიშნა, ერთადერთი გზავნილი ექნება ახალგაზრდობისადმი, რომ გამოიყენონ შესაძლებლობა და წავიდნენ არჩევნებზე.

 

 

„ჩვენ არასდროს ვაკეთებთ კომენტარს არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს წევრებს შორისაც, რადგან არ ვერევით ადამიანების თავისუფალ არჩევანში. ერთადერთი გზავნილია კონკრეტულად ახალგაზრდობისადმი – გამოიყენონ შესაძლებლობა, წავიდნენ არჩევნებში, დააფიქსირონ ხმა, მიიღონ მონაწილეობა ამ დემოკრატიულ შესაძლებლობაში. თითოეულ ხმას აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ეს ძალიან ბევრჯერ გამოვცადეთ. გთხოვთ, წადით არჩევნებზე“, განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

 

 

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი თბილისს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ჩამოვიდა. მას შეხვედრა ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, ხოლო დღეს კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის გახსნაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი