მესამე პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნებიდან“ უნდა გამოიჩეკოს, მაგრამ ამგვარი პროცესის დასაწყისი ჯერ არ ჩანს, რადგან ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი კვლავაც რჩება მმართველი პარტიის გამაერთიანებლად, - მიიჩნევს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.
როგორც მან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას თქვა, თუკი მესამე ძალა გამოჩნდება, მაშინ „ქართულ ოცნებას“ პრობლემები მართლაც შეექმნება.
„თუ გამოჩნდა რეალური მესამე ძალა, რომლის კონტურებიც კი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ჩანს, მაშინ მართლაც შეექმნება პრობლემა „ქართულ ოცნებას“, რომელსაც მხარდამჭერები კი არ ჰყავს, არამედ მისი ამომრჩევლის უმრავლესობა ის ხალხია, ვისაც „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი განაყოფით, არ დაენახვება თვალით. საიდან შეიძლება გამოჩნდეს ეს მესამე ძალა - ახალი ოპოზიცია? ისევ და ისევ „ქართული ოცნებიდან“ უნდა გამოიჩეკოს, რაც ახასიათებს ქართულ პოლიტიკას, მაგრამ ამგვარი პროცესის დასაწყისი ჯერ არ ჩანს. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი კვლავაც რჩება ამ პარტიის გამაერთიანებლად“, აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.