საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე სატვირთო ავტომობილი დაგორდა და აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი იუწყება თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის საბაჟო გამშვებ პუნქტზე გაჩერებული სატვირთო ავტომობილის მძღოლს ხელის მუხრუჭის გამოყენება დაავაწყდა. ავტომობილი დაგორდა, რის შედეგადაც სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. თავად მძღოლი, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოში მოდიოდა, მანქანაში არ იმყოფებოდა. თვითმხილველების განცხადებით, ის აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან საბუთების გადასაცემად გადავიდა.
სატვირთო ავტომობილის მძღოლი საქართველოს მოქალაქეა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.