„ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის, უმცირესობის წარმომდგენელი წევრების არსებულ დასკვნაში არის ხარვეზები, რადგან დეპუტატები არ წყვეტენ თუ ვისი პასუხისგებაში მიცემა უნდა მოხდეს ამას წყვეტს სასამართლო და რაც დასკვნაში არის წარმოდგენილი ეს არის მართლმსაჯულების საგანი და არა პარლამენტარების.
„ჩვენც ვხედავთ გარკვეულ ხარვეზებს და არის პრობლემები, რომლებიც უფრო ფართო ჭრილში უნდა დავინახოთ. ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ ნაწილში. ისეთი ტიპის ქმედება, რომელიც საერთოდ შეცვლიდა სურათს და მკვლელობის მონაწილე სხვა პირებს დაასახელებდა, ასეთი გარემოება კომისიას არ მოუპოვებია. ის, რაზეც საუბრობენ ჩვენი ოპონენტები, ეს იქნება ე.წ. ტარი თუ ჯიბეში ხელის ჩაყოფა - ერთია, რომ არ შეიძლება პირის დამნაშავეობაზე საუბარი და მეორე - ეს შეფასებები არის მართლმსაჯულების საგანი“, განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია კომისიამ მისი მანდატის ფარგლებში შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება.
„კომისია არ უნდა გასცდეს იმ ფარგლებს, რომელიც დაარღვევს ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. კომისიამ არ უნდა შექმნას ყალბი მოლოდინები, რადგან ეს იქნება კიდევ ერთი ტრავმა როგორც დაზარალებულებისთვის, ისე ზოგადად საზოგადოებისთვის. ის რეკომენდაციები, რომელიც არის მომზადებული „ევროპული საქართველოს“ მიერ, არის პირდაპირი კლასიკური მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გადაამეტო საკუთარ უფლებამოსილებას. შესაძლოა, დიდია ცდუნება, რომ ოპონენტებმა შექმნან ილუზია, თითქოს მათ აღმოაჩინეს ისეთი რამ, რაც ვერ აღმოაჩინა მკვლელის სახით გამოძიებამ ან სასამართლომ. ეს არის უპირველესად კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა. იცით, რომ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა, მიმდინარეობს გამოძიება და მნიშვნელოვანია კომისიამ მართლმსაჯულებას დაუტოვოს თავისი ფუნქცია“, აღნიშნა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.