„ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ამომრჩეველს ამჯერად ხარაგაულში შეხვდა, აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება „პირდაპირ არის ქვეყნის გაძარცვაზე გადასული, იმიტომ რომ იცის, აქვს ჩემოდნები ჩასალაგებელი და ემიგრაციაში არიან წასასვლელი“.
„ჩვენ ახლა ვიმყოფებით ხარაგაულში, სადაც აი, ამ შენობას ხარაგაულელები ეძახიან „ჩვენ პირამიდას“, რომელიც არის აშენებული 500 ათას ლარად, ნახევარ მილიონად და პირველივე წვიმის დროს დაიშალა და დატოვა ხარაგაული კინოთეატრის და ღია ამფითეატრის გარეშე. ეს არის ჩვენი უბედურება. ყველაზე დიდი უბედურება კი არის ის, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც, არაპროფესიონალი რომ იყოს მარტო, გადავიტანდით - ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ არის ქვეყნის გაძარცვაზე გადასული, იმიტომ რომ იცის, აქვს ჩემოდნები ჩასალაგებელი და ემიგრაციაში არიან წასასვლელი, რაც შეიძლება სწრაფად“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.