პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მიზეზად ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ასახელებს
04-09-2018, 16:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა, ხათუნა ბარაბაძემ თანამდებობა დატოვა. ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ორივე მსჯავრდებული მოზარდი პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე იყო.

 

 

როგორც ხათუნა ბარაბაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, ეს იყო მისი მორალური გადაწყვეტილება, რადგან მომხდარის გადატანა რთული იყო.

 

 

ბარაბაძის განცხადებით, სკოლის დატოვება ჯერ კიდევ თებერვალში სურდა, თუმცა სკოლისა და მოსწავლეების წინაშე არსებული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნია, დირექტორის თანამდებობაზე სასწავლო წლის ბოლომდე დარჩენილიყო. სწავლის დასრულების შემდეგ კი, როგორც თავად აღნიშნავს, სამეურვეო საბჭოს თანამდებობის დატოვების შესახებ მიმართა, რომელზედაც 22 აგვისტოს თანხმობა მიიღო.

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის მოვალეობას ხათუნა ბარაბაძის მოადგილე ქეთევან მიქანაძე ასრულებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი