ოთარ კახიძე ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე: კომისიამ ჩათვალა, რომ შსს-სა და პროკურატურის მოხელეები მოქმედებებით და უმოქმედობით პასუხისმგებელნი არიან გამოვლენილ დარღვევებზე
04-09-2018, 19:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოსა" და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, საქმეში არსებული ყველა დარღვევა მირზა სუბელიანის ახლო ნათესავის, მიხეილ კალანდიას, დანაშაულის დაფარვისკენ იყო მიმართული.

 

 

„ეს არის პრაქტიკულად დარღვევათა კასკადი, რამაც მთლიანობაში გამოიწვია ის, რომ არ დადგინდა დავით სარალიძის მკვლელის ვინაობა. ეს არის დარღვევათა კასკადი, რომელიც მიმართული იყო მირზა სუბელიანის ნათესავის, მ.კ.-სთვის ხელის დაფარებისკენ", განაცხადა ოთარ კახიძემ, რომლის თქმითაც, კომისიის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე შსს-სა და პროკურატურის წარმომდგენლები „მოქმედებებით თუ უმოქმედობით" პასუხისმგებელნი არიან.

 

 

„კომისიამ ჩათვალა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მოხელეები საკუთარი მოქმედებებით და უმოქმედობით პასუხისმგებელნი არიან კომისიის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე", განაცხადა კახიძემ.

 

 

„ევროპული საქართველოს“ წევრები ითხოვენ, შსს და პროკურატურა დატოვონ თანამდებობის იმ პირებმა, რომლებსაც ორი მოზარდის მკვლელობის გამოძიებასთან შეხება ჰქონდათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი