„ბატონო ოთარ, რაც ახლა წაიკითხეთ, ამ თავისთვის მარტივად შეგეძლოთ პოლიტიკური რევანშის მცდელობის თავი გეწოდებინათ", ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობისა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკლელობის საქმის შემსწავლელი კომისიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს" და აღნიშნული კომისიის წევრს, ოთარ კახიძეს მას შემდეგ, რაც კახიძემ კომისიის სხდომაზე შსს-სა და პროკურატურის წარმომადგენლები დაასახელა, რომლებმაც მისი თქმით, ხორავას ქუჩის საქმის გამო, სამსახური უნდა დატოვონ.
„იმდენად აბსურდული საკითხები წამოწიეთ, არ ვიცი ამ საკითხებზე ღირს თუ არა მსჯელობა. ვფიქრობდი, მეტი სამართლებრივი საკითხებით იქნებოდა გაჯერებული დასკვნის აღნიშნული ნაწილი. თუ არ ვცდები, სოსო თოფურიძე ატარებდა ასეთ დამზაფრავ ბრიფინგებს, რომ ხალხი დაეშინებინათ. რაც ახლა წაიკითხა ოთარ კახიძემ, ერთი ერთში ეს შთაბეჭდილება შემექმნა. ბატონო ოთარ, პარლამენტის წევრები ვართ, პარლამენტის წევრი ბრძანდებით, არა მგონია, პარლამენტის წევრის კომპეტენცია იყოს ამ ფორმით, ამ სტილში წყურვილი რაღაც რევანშის, ხალხის დაზაფვრის და ა.შ. გააცნობიერეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ თქვენ ამისი კომპეტენცია არ გაქვთ და შესაბამისად, ამ თავს შეგიძლიათ დაარქვათ პოლიტიკური რევანშის მცდელობის თავი“, მიმართა ანრი ოხანაშვილმა ოთარ კახიძეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.