„ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე თბილისის მოსახლეობას შეხვდა და საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო.
ბაქრაძემ მოსახლეობას არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა და ის ორი ძირითადი მიზეზიც დაასახელა, რომელთა გამოც, მისი აზრით, ხალხი არჩევნებზე უნდა მივიდეს.
„პირველი მიზეზი არის ის, რომ - ნებისმიერი არჩევნები არის რეფერენდუმი ჩვენი მომავლის შესახებ. არჩევნებზე ერთ ადამიანს არ ვირჩევთ, რომელიც კაბინეტში შევა.
არჩევნებზე ყველა ვირჩევთ საკუთარი ოჯახის ხვალინდელ დღეს, როგორ ვიცხოვრებთ, სად ვიქნებით, იქნება თუ არა უკეთესი პირობები, იქნება თუ არა სამუშაო, გაზრდილი პენსია, ჩვენი შვილები ივლიან თუ არა უსაფრთხო და დაცულ სკოლაში. ნებისმიერი არჩევნები არის ჩვენი მომავლის გადაწყვეტა. ამიტომ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთი რამ - ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ტკივილის და უკმაყოფილების საარჩევნო ყუთამდე მიტანა. მე ძალიან ბევრი ადამიანი მხვდება, ვისაც უჭირს, ვისაც კიდევ უფრო გაუჭირდა ბოლო წლებში, ვინც მოატყუეს, ვისაც ყურადდღება არ მიაქციეს, ვისაც არაფერი არ გაუკეთეს. აი, თითოეულმა ასეთმა ადამიანმა უნდა იცოდეს - ერთადერთი გზა ცვლილებების არის არჩევნები.
თუ ჩვენ ამ ტკივილს არჩევნებამდე არ მივიტანთ, თუ ჩვენ ამ ტკივილს საარჩევნო ყუთში არ ჩავაგდებთ, თუ ჩვენ ამ ტკივილს ჩვენი ხელით არ შევცვლით ხვალისთვის, მაშინ ეს ტკივილი ყოველთვის დარჩება, პრობლემა ყოველთვის დარჩება. ერთმანეთში ლაპარაკი, ხალხო, არის გულის მოფხანა, პრობლემის გაზიარება. გულის მოფხანაც კარგია, მაგრამ დიდი ილია ამბობდა, რომ გულისფხანით პრობლემა არ წყდება და ეს ასეა. პრობლემის გადაწყვეტის გზა, ცხოვრების შეცვლის გზა, უკეთესი მომავლის არჩევის გზა გახლავთ მხოლოდ ერთი - ეს არის არჩევნები.
სხვა გზა არ არსებობს, ხალხო - აბა, რა ვქნათ, თოფი ავიღოთ ხელში? დამთავრდა ამ ქვეყანაში თოფი, დამთავრდა ამ ქვეყანაში არეულობა. ქვეყანას მშვიდობიანი ცვლილება სჭირდება. მშვიდობიანი ცვლილება ეს არის არჩევნები....
მეორე მიზეზი რატომ უნდა მივიდეთ - ეს არის დიდი პრობლემა, რაც „ქართულმა ოცნებამ" შექმნა. მან, ფაქტობრივად, მთლიანად გამოაცალა ფუნქციები პრეზიდენტის ინსტიტუტს. მივეჩვიეთ, რომ პრეზიდენტს არავინ არაფერს ეკითხება.... მეგობრებო, მინდა გითხრათ, ასეთი სუსტი კანონმდებლობის პირობებშიც კი, საქართველოს შესაძლებელია, ჰყავდეს ქმედითი პრეზიდენტი. ქმედითობას პოლიტიკური ლიდერობა სჭირდება, სჭირდება გუნდი, ხედვა, გეგმა ამბიცია - თუ ამის მიხედვით ვიმოქმედებთ, საქართველოს ეყოლება ქმედითი პრეზიდნეტი, რომელიც პრობლემებს მოუგვარებს ხალხს.... მე არ ვაპირებ, ვიყო კაბინეტის პრეზიდენტი, არ ვაპირებ, ვიყო ვეტოების პრეზიდენტი.... მე ვაპირებ, ვიყო პრეზიდენტი თქვენი ნდობის შემთხვევაში, რომელიც კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე იქნება ორიენტირებული", განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.