გიორგი გახარიას და თეა წულუკიანის გადადგომას, ასევე ირაკლი შოთაძის მიმართ სისიხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის, ოპოზიციური პარტიის წევრები
04-09-2018, 22:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის, ოპოზიციური პარტიის წევრები შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების გადადგომას, ასევე ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვენ.

 

 

„ევროპული საქართველოს“  წევრების თქმით, თეა წულუკიანმა და გიორგი გახარიამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და დატოვონ დაკავებული თანამდებობა.

 

 

ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ქმედებებთან დაკავშირებით საუბრისას ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მდივანი, ოთარ კახიძე, აღნიშნავს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოტივები ამოძრავებდა ყოფილ მთავარ პროკურორს მირზა სუბელიანის დახმარების დროს.

 

 

„კომისია მიიჩნევს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ რა მოტივი ან რა მოტივები ამოძრავებდა მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, მირზა სუბელიანისთვის დახმარების გაწევისას. ეს იყო კოლეგიური ურთიერთობიდან გამომდინარე, პირადი მეგობრული დამოკიდებულება, ეს იყო მირზა სუბელიანის ნათესაური ურთიერთობა მთავრობის წევრთან, სოზარ სუბართან, თუ ეს იყო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის მოკვლევის და გამოძიების პროცესში ოთარ ფარხცალაძისთვის ხელის დასაფარებლად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“,  განაცხადა ოთარ კახიძემ.

 

 

ირაკლი აბესაძის თქმით, გიორგი გახარიამ არ გადაამოწმა, იყო დარღვევები თუ არა ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების დროს. აბესაძე თეა წულუკიანის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს.

 

 

„რა თქმა უნდა, ამ გულგრილი დამოკიდებულების გამო, მის უწყებაში ჩადენილ დარღვევებზე მინისტრი არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი და შს მინისტრმა უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა. კომისიაში ახსნა-განმარტების მიცემის დასრულების შემდგომ ქალბატონმა თეა წულუკიანმა საჯაროდ გააკეთა პოლიტიკური განცხადება, რომ საგამოძიებო კომისიის უმრავლესობა ვერ გაუშვებს ბავშვებს მტკიცებულებების გარეშე ციხეში. ის ან არ ისმენდა ჩვენი კომისიის სხდომებს და უბრალოდ, პოლიტიკურად არასწორი განცხადება გააკეთა, ან ისმენდა და შეგნებულად გააკეთა მითითება იმაზე, რომ კომისიის დასაბუთებული რეკომენდაციის არსებობის მიუხედავად, არასრულწლოვნებს ვერ დაიჭერენ, ანუ პროკურატურამ არ უნდა იმოქმედოს, შსს-მ არ უნდა იმოქმედოს“, განაცხადა აბესაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი