„წულუკიანს იმიტომ უნდა დავაკისროთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ გააკეთა საჯარო განცხადება?“ - ეკა ბესელია არ იზიარებს „ევროპული საქართველოს“ წევრების მოთხოვნებს მინისტრების გადადგომის შესახებ
04-09-2018, 23:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მმართველი გუნდის დეპუტატი და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრი, ეკა ბესელია ოპონენტების მოთხოვნებს შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების გადადგომის შესახებ არ იზიარებს და აცხადებს, რომ გიორგი გახარიას უპასუხისმგებლო ქმედებები არ იკვეთება, ხოლო წულუკიანისთვის  პასუხისმგებლობის დაკისრება აბსურდულია, რადგან მან მარტო საჯარო განცხადება გააკეთა ირაკლი შოთაძის გადადგომასთან დაკავშირებით.

 

 

„ამდენი ხნის - სამი თვის შემდეგ, ისეთი აღმოჩენა რა გავაკეთეთ, გარდა პოლიტიკური შეფასებისა და პოლიტიკური იერიშისა, რაც გამოძიებამ იმ მოკლე შემჭიდროვებულ ვადაში არ გააკეთა და ვერ გააკეთა. რა კავშირშია ეს პასუხისმგებლობა გახარიას განცხადებასთან? რა ჩაკეტა, ბატონო სერგი, გახარიას განცხადებამ დეკემბერში, როდესაც მისი განცხადების შემდეგ 500-მდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ტარდება. ეს არის ლოგიკა? ეს დავადგინეთ და აქამდე მივედით, რომ წულუკიანს იმიტომ უნდა დავაკისროთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რატომ გააკეთა საჯარო განცხადება, კომისიაზე მოგყავთ და კითხვას არ უსმევთ არანაირ კონტექსტში, ერთადერთი ჰკითხეთ, განცხადებას ეთანხმება თუ არა. ეს არის პასუხისმგებლობის არსი, ეს არის დასაბუთებული, არგუმენტირებული, წონადი არგუმენტები?“, განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

ეკა ბესელიამ ასევე ოთარ კახიძეს მიმართა კითხვით თუ რა კვალიფიკაციას მისცემდა ვანო მერაბიშვილის საქმეს თუ სხვა როლიდან დააკვირდებოდა იმ პროცესს, როცა მერაბიშვილი ამბობდა - ‘ორი გვამი მინდაო’.

 

 

„განცხადებების გამო რომ პირთა პასუხისმგებლობის საკითხების დაყენებას ითხოვთ, აი, თქვენ რომ ახლა იხილავდეთ, მაგალითად სხვა როლიდან, ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და ამას აფასებდეთ ამ პოლიტიკურ ჭრილში და არა იმისთვის, რისთვისაც გასამართლებულია, ორი გვამი მინდაო რომ იძახდა, ასეთი განცხადებისთვის რა კვალიფიკაციას მისცემდით, ბატონო ოთარ, სხვა როლიდან რომ უყურებდეთ ამ პროცესს. თქვენ ხომ განცხადებების გამო ასამართლებთ ამ ადამიანებს და პასუხისმგებლობას ითხოვთ, ასეთი განცხადებებისთვის რა ტიპის პოლიტიკურ სასჯელს მოიფიქრებდით, იქნებ ესეც იმ პასუხებში მიაყოლოთ და ესეც გვითხრათ, მე სხვა პოლიტიკური არგუმენტი ასეთ ჩამონათვალზე არ და ვერ მექნება“, განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი