„ევროპული საქართველოს“ წევრები 51-ე სკოლის დირექტორისა და მისი მოადგილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ
05-09-2018, 10:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები „ევროპული საქართველოდან“ თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორისა და მისი მოადგილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. შესაბამისი განცხადება კომისიის სხდომაზე სერგო რატიანმა გააკეთა.

 

 

როგორც რატიანმა აღნიშნა, გარდა ამისა, თანამდებობები უნდა დატოვონო მანდატურის სამსახურისა და მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს უფროსებმა და განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის უფროსმა.

 

 

„ჩვენი რეკომენდაციები არის შემდეგი, რომ დადგეს მანდატურების პასუხისმგებლობის საკითხი. მანდატურის სამსახურს არ გაუკეთებია მოკვლევა ამ ძალიან სერიოზული პრობლემის და არ დაუდგენია გადაცდომები. ფაქტობრივად, ეს არის გულგრილი დამოკიდებულება საქმის მიმართ. შესაბამისად, ჩვენ ვაყენებთ მანდატურის სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხს, ასევე მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობრივ პასუხისმგებლობას.

 

 

გარდა ამისა, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ განათლების სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტს არ მოუკვლევია ეს მოვლენა და ესეც არის ძალიან სერიოზული სამსახურებრივი გულგრილობის ნიმუში. შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაციებით, უნდა დადგეს თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი 51-ე სკოლის დირექტორის მანანა თურქაძის და მისი მოადგილის თინათინ ყენიასი. აქ საუბარია თანამდებობიდან გადადგომაზე“, განაცხადა რატიანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი