როგორც ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ლარის კურსის მერყეობის პროცესზე დიდი აქცენტის გადატანა არ იყო საჭირო.
"თავიდანვე ვამბობდით, რომ ლარის კურსის ვარდნა დროებითი მოვლენა იყო. ერთ რამეზე ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ კონკრეტული პროგნოზები სწორი არაა, არც მთავრობის, არც ექსპერტების და არც ეროვნული ბანკის მხრიდან. ამ პროცესზე არ შეიძლებოდა, დიდი აქცენტი ყოფილიყო გადატანილი. ყველაფერი ხდება და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ყველა მაკროეკონომიკური და ეკონომიკური ფაქტორი მეტყველებდა იმაზე, რომ საქართველოში ლარის კურსის გაუფასურება ხანგრძლივი პროცესი არ იქნებოდა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
http://pia.ge/show_news.php?id=3390&lang=geo
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.