შალვა ნათელაშვილი: 17-მა მილიონერმა დეპუტატმა, საერთო ჯამში 10 მილიარდით, არაფერი გაიღო გაუბედურებული ხალხისთვის
23-06-2015, 09:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების შესახებ განცხადება გააკეთა და ის მილიონერი დეპუტატები გააკრიტიკა, რომელთაც დაზარალებულთა დახმარების ფონდში არანაირი თანხა არ ჩაურიცხავთ.


ნათელაშვილმა მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაც მოითხოვა. მან პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნული დეპუტატების მფარველობაში დაანაშაულა და განაცხადა, რომ "მილიონერთა მსახური" უსუფაშვილიც, მათთან ერთად დაჯდება საბრალდებო სკამზე.


,,ტრაგიკულმა სტიქიამ თბილისსა და ბუნებრივმა კატაკლიზმებმა საქართველოს რეგიონებში, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისეთი გულქვა მილიარდელ-მილიონერი პოლიტიკოსები, როგორიც ჩვენ გვყავს, დედამიწის ზურგზე სხვაგან არ არსებობენ. საკმარისია ითქვას რომ ბიძინა ივანიშვილმა 15 მილიარდიდან ერთი თეთრი ვერ გაიმეტა თავისი ხალხისთვის, ხოლო პარლამენტში მოკალათებულმა 17-მა მილიონერმა დეპუტატმა, საერთო ჯამში 10 მილიარდით, ასევე არაფერი გაიღეს დაზარალებული და გაუბედურებული ხალხისთვის. გამოსავალი ერთადერთია: პარაზიტებს უნდა შეუწყდეთ სადეპუტატო უფლებამოსილება და საქართველოში სამუდამოდ უნდა დაიმარხოს მაჟორიტარიზმის ინსტიტუტი.


ამ ფონზე, დავით უსუფაშვილისგან ვიღებთ წერილს, რომ თურმე პარლამენტარ მილიონერებს ბიზნესი არ ჰქონიათ. ვარწმუნებ მილიონერთა მსახურს, ბატონ უსუფაშვილს, რომ ისიც მათთან ერთად დაჯდება საბრალდებო სკამზე და აგებს პასუხს მათთან ერთად გაწეული ორგანიზებული საქმიანობისთვის.


გინახავთ, ამ დღეებში, დაზარალებულებისთვის, მაშველებისთვის, მოხალისეებისთვის 600 მილიონის მფლობელი გოგი თოფაძისგან მიტანილი თუნდაც ერთი ბოთლი ლიმონათი? 400 მილიონის მფლობელ, ,,პეესპეს“ მეპატრონე ოქრიაშვილისგან ერთი პირბადე, მიცემული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მუხლჩაუხრელად მუშაობენ? გინახავთ ნავთობმაფიოზი დეპუტატების ლიპარტელიანის და ენუქიძის მიერ ჩასხმული 1 ლიტრი საწვავი მაშველის, ან მოხალისის მანქანაში? და ამ ფონზე ხელისუფლებამ ჯარისკაცებს და პოლიციას 150 მლნ-ით შეუმცირა ბიუჯეტი, რომ თვითონ არ დააკლდეთ", - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი