საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ნორვეგიის სამეფოს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ტორგიერ გროთრუდი ესტუმრა. ნორვეგიულ დელეგაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ უმასპინძლა.
გენერალ-მაიორ ტორგიერ გროთრუდთან შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე ნატოს პროექტებში ნორვეგიული მხარის ჩართულობასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განხორციელებულ რეფორმებს.
შეხვედრას გენერალური შტაბის J3 ოპერატიული დაგეგმვის დეპატრამენტის უფროსი პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი დაესწრნენ.
ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზა და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი მოინახულა.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.