„საქართველო  არ არის „ქართული ოცნება“ და მხოლოდ მის ხუშტურებზე არ დადის ქართული საზოგადოება“ - საპროტესტო აქციის მონაწილის თქმით, რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით მიმდინარე მედიაფორუმის წინააღმდეგ აქციები 7 სექტემბრამდე გაგრძელდება
05-09-2018, 12:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით თბილისში მიმდინარე მედიაფორუმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. სასტუმრო „ვერე პალასთან“ მიმდინარე აქცია-პერფორმანსის მონაწილე მანანა ანდღულაძემ განაცხადა, რომ აქციები 7 სექტემბრამდე გაგრძელდება.

 

 

მისი თქმით, დღევანდელი აქციის მიზანი ფორუმის საქართველოში ჩატარების გაპროტესტებაა.

 

 

„ჩვენი აქ მოსვლის მიზანია, გავაპროტესტოთ და კიდევ ერთხელ გავაგებინოთ მათ, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ არ არის საქართველო და მხოლოდ მის ხუშტურებზე არ დადის ქართული საზოგადოება. პირველ რიგში, ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ოკუპანტები და „ფებეეშნიკები“ მოდიან და ჩვენს ქვეყანაში ასეთი ფორუმების ჩატარებას ბედავენ. როცა ეკითხები რუსეთი ოკუპანტია თუ არა, დაგცინიან ჩვეულებრივ“, განაცხადა მან და აღნიშნა, რომ აქციები 7 სექტემბრამდე პერმანენტულად გაიმართება.

 

 

აქციის ერთ-ერთი მონაწილის კობა კოსტავას განცხადებით, არავის სჯერა, რომ მიმდინარე ღონისძიება მშვიდობიანი მედიაფორუმია.ამასთან, მან სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ რუსეთიდან ჩამოსული დელეგაციის სამი წევრი ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო, საქართველოში არ შემოუშვეს, ამავე დროს უსაყვედურა, რომ მთელი დელეგაცია არ გააბრუნეს საზღვრიდან.

 

 

„არანაირი მედია ფორუმი ეს არ არის. ეს ადამიანები არიან პირდაპირ ვლადიმერ პუტინის მიერ დეკლალირებული და დაფინანსებული, ისინი ეწევიან ჰიბრიდულ ომს, მედია ომს. ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას თავიანთი სატელიტი მედიასაშუალებებით. პუტინს რაც სურდა, ტანკებით უკვე გააკეთა და ახლა ომის მეორე ფაზაზეა გადასული – საინფორმაციო ომი. ეს ადამიანები, მათ შორის მათი სატელიტები საქართველოში და მასპინძლები რუსეთის პრეზიდენტს ახალი იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებაში ეხმარებიან.

 

 

საქართველოში ასე მარტივად ვერ შემოვლენ. ყოველ ნაბიჯზე მიწა დაეწვებათ ისევე, როგორც ჩვენ დაგვიწვეს მიწები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მათ უნდა შევუქმნათ მაქსიმალური დისკომფორტი და უნდა იცოდნენ, რომ აქ იდიოტი არავინაა და არავინ ყლაპავს ყალბ ინფორმაციას, რასაც ისინი ავრცელებენ“, განაცხადა აქციის მონაწილე კობა კოსტავამ.

 

 

საზოგადეობრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სასტუმრო „ვერე პალასთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებისა და სამოქალაქო მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ წარმომადგენლები აქციას მართავენ. ისინი რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით მედიაფორუმის საქართველოში გამართვას აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ღონისძიება რუსული პროპაგანდის გატარებას ემსახურება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი