იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა, შავლეგო ტაბატაძემ მოადგილესთან იოსებ ხახალეიშვილთან ერთად 14 წარჩინებული მოსწავლე და 2 პედაგოგი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლატვიაში გაამგზავრა. მხარის რწმუნებული ბავშვებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტში შეხვდა და წარმატებული ვიზიტი უსურვა.
"თქვენ გაქვთ საუკეთესო შანსი ჩვენი რეგიონი და საკუთარი მუნიციპალიტეტები წარმოაჩინოთ და გააცნოთ ლატვიელ ახალგაზრდებს. თქვენ უნდა დააინტერესოთ თითოეული მათგანი, რომ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გაუჩნდეთ. ვიცი, რომ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიწვეული ხართ ლატვიაში საქართველოს საელჩოში, გაქვთ შეხვედრები სხვადასხვა სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში. მინდა ნაყოფიერად გამოიყენოთ ყველა შეხვედრა. კარგია, რომ იმერეთზე პრეზენტაცია გაქვთ მიომზადებული და აპირებთ ყველა შეხვედრაზე აჩვენოთ. მე გპირდებით ყოველთვის ხელს შევუწყობ ნიჭიერი ახალგაზრდების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობასა და ჩართულობას. გისურვებთ საინტერესო ვიზიტს", აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პოლონეთში უახლოეს პერიოდში ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან 15 წარჩინებული მოსწავლის გამგზავრება იგეგმება.
ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.